ლაშა დვალი - აპოელი გამოცდილი გუნდია და მსგავსი თამაშების მოგება შეგვიძლია #1TVSPORT
ლაშა დვალი - აპოელი გამოცდილი გუნდია და მსგავსი თამაშების მოგება შეგვიძლია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების და აპოელ-ის მცველმა ლაშა დვალმა, რომელმაც კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილასთან“ პირველი შეხვედრა (2:0) შეუცვლელად ჩაატარა, განვლილი მატჩი შეაფასა.

„ძალიან უცნაური გრძნობა მქონდა, რადგან პირველად ვითამაშე ჩემი მშობლიური საქართველოს გუნდის წინააღმდეგ. მადლობას ვუხდი ხალხს სიყვარულისთვის. ბევრი მომენტი არ შეგვიქმნია, მაგრამ თამაშს ვაკონტროლებდით და თავს კომფორტულად ვგრძნობდით. გორის „დილამ“ არ მოგვცა საშუალება გვეთამაშა ისე, როგორც გვინდოდა, მაგრამ აპოელ-ი გამოცდილი გუნდია და ვაჩვენეთ, რომ მსგავსი თამაშების მოგება შეგვიძლია.

ბუნებრივია, რომ კრესპოს გატანილმა პირველმა გოლმა მეტი თავდაჯერებულობა შეგვმატა. ბურთი გორის „დილას“ ჰქონდა და კარგად აკონტროლებდა, მაგრამ მთავარია, ვინ გაიტანს, ეს კი აპოელმა მოახერხა“ ,- აღნიშნა ქართველმა მცველმა.

აპოელისა და გორის „დილაᲡ“ განმეორებითი შეხვედრა კვიპროსში გაიმართება. 17 აგვისტოს თამაშს ნიქოზიის სტადიონი უმასპინძლებს.