ლაშა დვალი - 26 მარტი ჩემთვის გაგრძელებაა 13 მაისის „დინამოს“ წარმატების, რომელიც არასოდეს გაუფერულდება#1TVSPORT
ლაშა დვალი - 26 მარტი ჩემთვის გაგრძელებაა 13 მაისის „დინამოს“ წარმატების, რომელიც არასოდეს გაუფერულდება#1TVSPORT

26 მარტს საბერძნეთთან გამართული ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალური მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, ლაშა დვალმა პირველ არხთან განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების ეს წარმატება მისთვის ბევრს ნიშნავს და მას თბილისის „დინამოს“ 1981 წლის 13 მაისის მიღწევის გაგრძელებად მიიჩნევს.

„თბილისის „დინამო“, რეალურად, საქართველოს ნაკრები იყო. ამ გუნდმა ხალხს უდიდესი სიხარული მიანიჭა. ამაყი ვარ მათი მიღწევებით.

მათმა წარმატებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ წარუმატებლობის მიუხედავადაც, დამოუკიდებლობის პერიოდში მუდამ მაღალი თამასა გვქონდა დაწესებული. დღევანდელი გამარჯვება 1981 წლის 13 მაისის გაგრძელებაა და არასოდეს გაუფერულდება.

კარგი ისაა, რომ ამ გამარჯვებას როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ, ისე მივაღწიეთ და ქართული ფეხბურთის სახელი უფრო მაღალ დონეზე ავწიეთ“, – განაცხადა ლაშა დვალმა.