ლაშა ჟვანია - ქრისტეს აღდგომა მომასწავებელია, რომ ნებისმიერ გაჭირვებას ყოველთვის ახლავს სიხარული
ლაშა ჟვანია - ქრისტეს აღდგომა მომასწავებელია, რომ ნებისმიერ გაჭირვებას ყოველთვის ახლავს სიხარული

ქრისტეს აღდგომა მომასწავებელია, რომ ნებისმიერ გაჭირვებას ყოველთვის ახლავს სიხარული, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ, რომელიც სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას ესწრება.

„ქრისტეს აღდგომა არის მომასწავებელი იმისა, რომ არაფერია შეუძლებელი დედამიწაზე ღვთისთვის, ის რომ ნებისმიერ გაჭირვებას, დაბრკოლებას, სასოწარკვეთილებას, დაბნეულობას, შიშს ყოველთვის ახლავს სიხარული, გამარჯვება და ყველანაირ ბოროტებაზე და გაჭირვებაზე მაღლა დგომა. ამიტომ ღრმად მწამს, რომ ჩვენს ქვეყანას, რომელიც გადის დიდ გაჭირვებას, თითოეულ ადამიანს, რომელსაც დღეს უჭირს, რომელსაც დღეს იმედი არ აქვს, ყველას აუცილებლად მიეცემა იმედი, ჩვენ ყველანი ერთად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.