ლაშა ჟვანია - არავითარი დაპირისპირება, დღესაც პრეზიდენტთან ერთად ვარ სამებაში
ლაშა ჟვანია - არავითარი დაპირისპირება, დღესაც პრეზიდენტთან ერთად ვარ სამებაში

ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ პირველ მაისამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობას აგრძელებს. ჟვანიას თქმით, თანამდებობას დაპირისპირების გამო არ ტოვებს.

„ჯერ არ დამიტოვებია თანამდებობა, პირველ მაისს ვტოვებ. არავითარი დაპირისპირება, დღესაც პრეზიდენტთან ერთად ვარ სამებაში. არც საქმეშია დაპირისპირება. რომ ყოფილიყო, მაშინ ხვალ, ზეგ, მაზეგ არ გავაგრძელებდი მუშაობას პრეზიდენტთან. სხვა კანდიდატურა ჯერჯერობით არ განიხილება. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტს ჩემთან არ უსაუბრია ამ საკითხზე. მუშაობას იქ განვაგრძობ, სადაც ვმუშაობდი და საიდანაც არ გავუთავისუფლებივარ მის უწმინდესობას – ეს გახლავთ კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ლაშა ჟვანიამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შესახებ 19 აპრილს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.