ლაშა დარსალია - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ზაზა გახელაძე და ყველა ჩვენი მოქალაქე, რომელიც არის დაკავებული, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის მიმართულებით, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს
ლაშა დარსალია - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ზაზა გახელაძე და ყველა ჩვენი მოქალაქე, რომელიც არის დაკავებული, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის მიმართულებით, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს

ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ზაზა გახელაძე და ყველა ჩვენი მოქალაქე, რომელიც არის დაკავებული, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის მიმართულებით, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევაში განაცხადა.

დარსალიამ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაზე, რომ დაკავებულებთან დაკავშირებით შეკითხვები უნდა დაისვას მის „კოლეგებთან სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან“.

„ისრების გადატანა ნამდვილად არ უშველის საკითხს. პროცესი ძალიან რთულია. მე დეტალებზე არ ვისაუბრებ, ვიდრე ეს პროცესი არ დასრულდება.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პარტნიორებთან ერთად, რათა ბატონი გახელაძე და ყველა ჩვენი მოქალაქე, რომელიც არის დაკავებული, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის მიმართულებით, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს ოჯახს“, – განაცხადა ლაშა რადსალიამ.

დატოვე კომენტარი