ლაშა დარსალია - საქართველო არის ნატო-ს ერთგული პარტნიორი და მან მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში
ლაშა დარსალია - საქართველო არის ნატო-ს ერთგული პარტნიორი და მან მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში

საქართველო არის ნატო-ს ერთგული პარტნიორი და მან მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ რიგაში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ლაშა დარსალიამ ასევე გაუსვა ხაზი რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს. მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის გაუარესების გამო, თანამოაზრე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება გადამწყვეტია.

„ბოლო წლებში ნათლად გამოჩნდა, რომ ევროპის უსაფრთხოება ვერ იქნება სრულყოფილი სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვის გარეშე. რეგიონსა და ევროპაში მიმდინარე მოვლენები არის ნათელი დემონსტრირება რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკისა, რომელიც დასავლეთის წინააღმდეგაა მიმართული. ეს კიდევ უფრო უთხრის ძირს რეგიონის უსაფრთხოება, როლის შედეგიც სცდება ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებს. 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაციის შემდეგ, რუსეთი იყენებს სამხედრო და პოლიტიკური ინსტრუმენტების კომბინაციას მისი მეზობლებისა და დასავლეთის წინააღმდეგ, რათა შეასრულოს სტრატეგიული ამოცანა და მის სასარგებლოდ შეცვალოს გეოპოლიტიკური ბალანსი რეგიონში“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

რიგაში უსაფრთხოების კონფერენცია ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად მიმდინარეობს. მინისტერიალის მუშაობაში ხვალიდან ჩაერთვება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც.