ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით საფრაგეთში იმყოფებოდა
ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით საფრაგეთში იმყოფებოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში, პარიზში იმყოფებოდა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, შეიარაღებული ძალების სამინისტროსა და პარლამენტში. იგი შეხვდა საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური მდივნის მოადგილესა და სენატის საგარეო საკითხთა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის თავმჯდომარეს. ლაშა დარსალიამ კონსულტაციები გამართა ასევე საფრანგეთის წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის საკითხებზე მუშაობენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხების განხილვა და საფრანგეთის მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყანაში მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.