ლაშა დარსალია - ერგნეთის შეხვედრები კიდევ უფრო რეგულარული გახდება და მნიშვნელოვანია, აღდგეს გალის შეხვედრები, ვაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას
ლაშა დარსალია - ერგნეთის შეხვედრები კიდევ უფრო რეგულარული გახდება და მნიშვნელოვანია, აღდგეს გალის შეხვედრები, ვაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას

ერგნეთის შეხვედრები კიდევ უფრო რეგულარული გახდება და მნიშვნელოვანია, აღდგეს გალის შეხვედრები, ვაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევაში განაცხადა.

„მნიშვნელოვანი ფორმატია ინციდენტების პრევენციისათვის და უშუალოდ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამიტომ ჩვენ გვქონდა მსჯელობა ერგნეთის შემდგომი შეხვედრების გამართვაზე. ამ მხრივ, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები გახდება კიდევ უფრო რეგულარული.

თუმცა არის გალის შეხვედრები, რომელიც მნიშვნელოვანია, აღდგეს და უკვე რამდენიმე წელია, ამ მიმართულებით შეხვედრები არ ხდება.

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ მიმართულებითაც შესაძლებელია პროგრესის მიღწევა და ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას უშუალოდ თანათავმჯდომარეების ხელმძღვანელობით“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.