ლაშა დარსალია - შეიძლება ითქვას, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი ჩაიშალა
ლაშა დარსალია - შეიძლება ითქვას, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი ჩაიშალა

შეიძლება ითქვას, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი ჩაიშალა, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ. მისი თქმით, როგორც კი დადგა საკითხი დევნილთა დაბრუნებაზე, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკების მაგიდა დატოვა.

„48-ე რაუნდი შეიძლება ითქვას, რომ ჩაიშალა ისე, როგორც წინა რაუნდები. ტრადიციულად და სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციამ, როგორც კი დადგა საკითხი დევნილთა დაბრუნებაზე, რუსეთის დელეგაციამ მაშინვე დატოვა მოლაპარაკების მაგიდა. მიმდინარე რთულ საკითხების დაემატა მძიმე ფონი. თავიდანვე აღინიშნა ქართული დელეგაციის მხრიდან, პარტნიორებმაც ამას გაუსვეს ხაზი, რომ ისედაც რთულ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს დამატებითი გართულება ნამდვილად არ სჭირდება. ყველამ უნდა ვიმუშაოთ არსებული ვითარების დეესკალაციაზე. უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ მაქსიმალურად დაიწიოს ტემპერატურამ და დაიწიოს დაძაბულობამ ქვეყნებს შორის.

პრინციპში, ყველა რაუნდი ჩაშლილია, რაც აქამდე ჟენევაში ჩატარდა. ჩაშლაში იგულისხმება ის, რომ დევნილთა საკითხის დასმისთანავე რუსეთი გავიდა და დატოვა მოლაპარაკება. ყველა წინა რაუნდის შემთხვევაშიც ასე ხდებოდა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.