ლაშა ბექაურმა ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ლაშა ბექაური ასპარეზობს. ქართველი პირველ წრეში პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინააღმდეგის სუფთა გამარჯვებით დასამარცხებლად ორი წუთიც არ დასჭირვებია.

ტურნირზე ასევე პირველი გამარჯვება მოიპოვა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ნიკოლოზ შერაზადაშვილმა. მან მონღოლი მეტოქე დამატებით დროში დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020-ზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე, ჯერჯერობით, ორი ვერცხლის მედალია, რომლებიც ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.

ძიუდოს ტურნირის წინასწარი შეხვედრები ყოველდღიურად 06:00, ფინალური ბლოკი კი – 12:00 საათზე დაიწყება.