ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და კარიერაში პირველ ოლიმპიადაზე, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ბექაურმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა დაამარცხა, მეორე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელ კოჩმანს მოუგო, ნახევარფინალის საგზურისთვის მოსაპოვებლად ბრძოლაში უზბეკ ბობონოვს სძლია, ნახევარფინალში კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა როკ-ის წარმომადგენელ მიხაელ იგოლნიკოვთან.

1/16 ფინალი 

ბექაური VS კუჩერა

1/8 ფინალი

ბექაური VS კოჩმანი

1/4 ფინალი

ბექაური VS ბობონოვი

1/2 ფინალი

ბექაური VS იგოლნიკოვი

ტოკიო 2020-ზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშს კიდევ ერთი მედალი შეემატა. შეგახსენებთ, რომ ორი ვერცხლის მედალი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.