ლაშა ბექაური - გრანდ სლემზე ქართველი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლა დიდი ემოციაა #1TVSPORT
ლაშა ბექაური - გრანდ სლემზე ქართველი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლა დიდი ემოციაა #1TVSPORT

ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური თბილისის ტურნირზე პირველად იჭიდავებს – ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი სპორტსმენის თქმით, მისთვის ქართველი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლა განსაკუთრებული სტიმულია.

„ჩემთვის ეს თბილისის პირველი გრანდ სლემია და ძალიან განსხვავებული შეგრძნებებით ვხდები. ჩემს ქვეყანაში, ჩემი ხალხის წინაშე სულ სხვა მოტივაციით და გაორმაგებული ძალებით გამოვალ. ქართველ გულშემატკივარს დიდ სანახაობას და დიდ სიხარულს ვპირდები.

რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, კარგად და მთელი შემართებით მოვემზადე. მიმაჩნია, რომ კარგ ფორმაში ვარ, დანარჩენს გრანდ სლემი გვაჩვენებს. გულშემატკივრის ფაქტორი? ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს სოფელში პატარა შეჯიბრებები რომ ტარდებოდა, განსხვავებული განცდებით ვიყავი, გრანდს სლემზე კი უფრო დიდი ემოცია და მოტივაცია იქნება“, – ამბობს ლაშა ბექაური.

თბილისის გრანდ სლემი 24-26 მარტს გაიმართება. ტურნირს „თბილისი არენა“ უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებში 41 ძიუდოისტი (28 კაცი, 13 ქალი) იასპარეზებს.