ლაშა ბექაური - ძალიან მიყვარხართ, საქართველო და ჩემო ხალხო [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიო 2020-ზე ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. 21 წლის ჩემპიონის კომენტარი საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა.

ლაშა ბექაური: „ახლა წარმომიდგენია, როგორი გახარებულია ჩემი ხალხი  და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს. მინდა, მივულოცო ეს გამარჯვება მთლიანად საქართველოს. ვიცი, რომ ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი არის ძალიან ბედნიერი ამ გამარჯვებით.

ბოლომდე ვიბრძოლე ჩემი სამშობლოსთვის და დამიფასდა ეს შრომა, ეს ბრძოლა, და გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი. ავიხდინე დიდი ოცნება. ჩვენ ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ – ძიუდოს მთლიანმა გუნდმა, ჩვენმა ექიმებმა, და მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან მიყვარხართ, საქართველო და ჩემო ხალხო. დიდი მადლობა ჩემს არხილოსკალოს, ჩემს ქედებს და ჩემს  გუდამაყარს. მიყვარხართ“.