ლაშა ბექაური - დიდი პატივია, რომ წილად მხვდა ოქროს ასოებით ვატარო ჩემი ქვეყნის, ჩემი გვარის და ჩემი ხალხის ღირსება #1TVSPORT
ლაშა ბექაური - დიდი პატივია, რომ წილად მხვდა ოქროს ასოებით ვატარო ჩემი ქვეყნის, ჩემი გვარის და ჩემი ხალხის ღირსება #1TVSPORT

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური მომდევნო სამი წლის განმავლობაში კიმონოზე ოქროს არშიით იასპარეზებს. ასეთი პატივი მხოლოდ ერთეულებს, ოლიმპიურ ჩემპიონებს ეძლევათ. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ბექაურს ოქროს არშიის ტარების უფლება დღეს მისცა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ლაშამ კომენტარი საკუთარ სოცქსელში გამოაქვეყნა.

„ოქროსფერი არშიით ასპარეზობის უფლება მხოლოდ ერთეულებს ეძლევათ. ჩემთვის დიდი პატივია რომ მხვდა წილად ოქროს ასოებით ვატარო ჩემი ქვეყნის ჩემი გვარის და ჩემი ხალხის ღირსება და მთელი ძალებით დავიცვა“.