ლას ვეგასში გამართული დიდი ბრძოლა ალვარესმა მოიგო
ლას ვეგასში გამართული დიდი ბრძოლა ალვარესმა მოიგო

ლას ვეგასში დასრულდა დიდი საკრივო შოუ, რომლის მთავარი ბრძოლაც, საშუალო წონაში საჩემპიონო დაპირისპირება WBA-ის, WBC-სა და IBO-ის ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონს, ყაზახ გენადი გოლოვკინსა (36 წლის, 38-1-1, 34 KO) მექსიკელ საულ ალვარესს (28 წლის, 50-1-2, 34 KO) შორის იყო.
თითქმის თანაბარი ორთაბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდა და მსაჯებმა მცირე უპირატესობა ალვარესს მიანიჭეს – ერთმა მსაჯმა ფრე დააფიქსირა (114:114), დანარჩენმა ორმა მექსიკელს მოაგებინა (115:113)
შეგახსენებთ, რომ ამ მოკრივეთა პირველი შეხვედრა 2017 წლის შემოდგომაზე გაიმართა და ფრედ დასრულდა.
ალვარესმა კარიერაში საიუბილეო 50-ე ბრძოლა მოიგო, გოლოვკინი კი პირველად დამარცხდა პროფესიულ რინგზე.