ლაპორტი „ბარსელონას“ სამიზნეა
ლაპორტი „ბარსელონას“ სამიზნეა

ზაფხულის სტრანსფერო ფანჯრის პერიოდში კატოლონიელების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე „მანჩესტერ სიტის“ ფრანგი მცველი იქნება, – იუწყება Mundo Deportivo.

გამოცემის ინფორმაციით, „ბარსელონაში“ იმედოვნებენ, რომ „მანჩესტერ სიტის“ დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ლაპორტის შენარჩუნება გაუჭირდება და კატალონიელები 25 წლის ფრანგ ფეხბურთელს ხელსყრელ ფასად შეიძენენ.

მიმდინარე სეზონში ლაპორტმა „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში ტრავმის გამო, მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა.

Transfermarkt.com ფეხბურთელს 75 მილიონ ევროდ აფასებს.