ლაპორტას „ბარსელონაში“ ლევანდოვსკისა და რეშფორდის შენარჩუნება სურს #1TVSPORT

09:08, 20.03.2026

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ გუნდში რობერტ ლევანდოვსკისა და მარკუს რეშფორდის შენარჩუნების სურვილი აქვს.

„ვისურვებდი, რომ ლევანდოვსკი გუნდში დარჩეს, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, თავად რას მოინდომებს. გვინდა, რომ მომავალ წელს ის ჩვენთან იყოს.

რეშფორდი ძალიან კარგად თამაშობს, ბევრი საგოლე გადაცემა დაარიგა და ბევრი გოლი გაიტანა. შევეცდებით მოვილაპარაკოთ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამოსასყიდ თანხაზე“, – მოჰყავს ლაპორტას სიტყვები გამოცემა Mundo Deportivo-ს.

მსგავსი