ლაპორტა მესიზე - „ბარსას“ კარი ლეოსთვის ღიაა #1TVSPORT
ლაპორტა მესიზე - „ბარსას“ კარი ლეოსთვის ღიაა #1TVSPORT

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ლიონელ მესის კატალონურ კლუბში შესაძლო დაბრუნებაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მზად არის ამისთვის.

„ლეო დაკავშირებული იქნება „ბარსელონასთან“ ისე, როგორც თავად მოისურვებს. თუ ის მოინდომებს კლუბის სიდიადის კიდევ უფრო გამყარებასა და გამდიდრებას, „ბარსას“ კარი მისთვის ყოველთვის ღია იქნება“, – განაცხადა ლაპორტამ TV3-სთვის მიცემულ ინტერვიუში.