გამოვლინდა საფრანგეთის თასის მფლობელი. „სტად დე ფრანსზე“ გამართულ ფინალში „ლანსმა“ 3:1 დაამარცხა „ნიცა“ და თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა ქვეყნის თასი. მანამდე „ლანსს“ სამიდან სამი ფინალი ჰქონდა წაგებული.
გადამწყვეტი მატჩის გმირი აღმოჩნდა ფლორიან ტოვენი, რომელმაც გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა. „ლანსის“ მხრიდან გოლები ასევე გაიტანეს ოდსონ ედუარმა და აბდალა სიმამ.
„ლანსმა“ თავის ისტორიაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა – თითქმის ბოლო ტურამდე ებრძოლა ჩემპიონატში „პარი სენ-ჟერმენს“, მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, რასაც საფრანგეთის თასის მოგება მოჰყვა.