„ლანსმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ ლიგა 1-ის მატჩის გადადებაზე უარი უთხრა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორეადგილოსან „ლანსს“ 11 აპრილს გასამართი მატჩის გადადება სთხოვა, თუმცა უარი მიიღო, – ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.
პარიზელებს შეხვედრის სხვა დროს ჩატარება იმ მიზეზით სურდათ, რომ აღნიშნულ პერიოდში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულთან“ ორმატჩიანი დაპირისპირება ელოდებათ. პირველი მატჩი 8 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა ინგლისში 14 აპრილს არის დაგეგმილი.
ამ ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ს 60 ქულით ლიდერობს, „ლანსი“ კი 59 ქულით მეორე ადგილზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ პარიზულ გუნდს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.