„ლანჩხუთის“ ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელის მიმართვა - საკუთარი თვალით ვნახეთ, რა არის ევროპა, რა არის ჩემპიონთა ლიგა (ვიდეო)

ქალთა საფეხბურთო გუნდმა „ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგაზე შვედურ „როსენგრადთან“ მძიმე მატჩი გამართა და 0:7 დამარცხდა.

თამაშის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩხაიძემ ფეხბურთელებს გასახდელში ემოციურად მიმართა:

„საკუთარი თვალით ვნახეთ, რა არის ევროპა, რა არის ჩემპიონთა ლიგა. ისინი ჩვენზე ქვეყნით არიან განვითარებულები. იქამდე ბევრი გვაკლია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიში დაფიქსირდა, ვინც როგორ უნდა, ისე მიიღოს, მე თქვენ მადლობას გიხდით.“

დატოვე კომენტარი