ლანჩხუთის „გურია“ ლიგა2-ში დაწინაურდა 
ლანჩხუთის „გურია“ ლიგა2-ში დაწინაურდა 

დღეს ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში გადასასვლელი პლეი-აუტის განმეორებითი მატჩები გაიმართა და ლიგა 2-ის საგზურის მფლობელები გაირკვა.

ლიგა 2-ის წყალტუბოს „სამგურალმა“ ლიგა 3-ის ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლა, რომელთანაც პირველი მატჩი 0:1 წააგო. ბექა ბიბილაშვილის დუბლით (28, 32) წყალტუბოელები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ ლანჩხუთელმა გიორგი გაგნიძემ 56-ე წუთზე სხვაობა შეამცირა და მატჩი ამ ანგარიშით დასრულდა 2:1.

ჩოხატაურში კი “ბახმარომ” “ცხინვალი” მიიღო. პირველი მატჩის მინიმალურად წაგების (1:2) მიუხედავად მასპინძლებს გამარჯვების იმედი ჰქონდათ. მაგრამ სტუმრები 55-ე წუთზე ლუკა ვარძელაშვილმა დააწინაურა, ხოლო 90+1-ე წუთზე ლუკა თათხაშვილმა მასპინძელთა კარი მეორედ აიღო და “ცხინვალმა” 2:0 მოიგო.

წაგებით გაბრაზებული ჩოხატაურელი გულშემატკივრების ნაწილმა მატჩის შემდეგ მსაჯებთან ანგარიშის გასწორება სცადა, მაგრამ სამართალდმცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.

ამ შედეგებით, ლიგა-2 საგზური ლანჩხუთის “გურიამ” და „ცხინვალმა“ მოიპოვეს, ხოლო ჩოხატაურის „ბახმარო“ ისევ ლიგა3-ში იასპარეზებს, სადაც ამ სეზონის მიხედვით წყალტუბოს “სამგურალიც” დაქვეითდა.