„ლანჩხუთი“ ქალთა ლიგის გამარჯვებულია
„ლანჩხუთი“ ქალთა ლიგის გამარჯვებულია

„ლანჩხუთი“ საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის გამარჯვებულია. გათამაშების ბოლო ტურში, ლანჩხუთელებმა ახალციხის ცენტრალური სტადიონზე „ზარზმა“ ანგარიშთ 3:0 დაამარცხეს – გურულებმა 51 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში, ასევე 51 ქულის მქონე „ნიკეს“ (რომელიც მთელი ჩემპიონატი ლიდერობდა გათამაშებას) ურთიერთშეხვედრებში მეტი გოლის წყალობით გადაასწრეს და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში ლანჩხუთელთაგან ორი გოლი ხატია ჭყონიამ გაიტანა. სეზონის ბოლო გოლი კი, გურულთაგან თამრიკო სალუქვაძის ანგარიშზეა, რომელიც 32 გოლით 2019 წლის ქალთა ლიგის ბომბარდირი გახდა. დასრულებულ სეზონში „ლანჩხუთმა“ დუბლი შეასრულა – ჩემპიონობის მოგებასთან ერთად, ქვეყნის თასის აღებაც მოახერხა და 2020-2021 წლების სეზონზე ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფში იასპარეზებს.

ქალთა ლიგის 2019 წლის ბოლო ტურში „ნიკემ“ თბილისში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ხობის „კოლხეთი“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა. გორში, საქართველოს ორგზის ჩემპიონმა „მართვემ“ ანგარიშით 2:4 – მასპინძელ „გორი იუნაიტედს“ სძლია. ხაშურის „ივერიამ“ ანგარიშით 5:1 ბათუმის „დინამოს“ მოუგო, ხოლო ჩხოროწყუში „ნორჩმა დინამომ“ ადგილობრივი „სამეგრელო“ დაამარცხა – 1:10.

ქალთა ლიგა დასრულდა, მაგრამ საფეხბურთო სეზონი ქალ ფეხბურთელთა სანაკრებო თამაშებით გაგრძელდება – 8 ოქტომბერს, საქართველოს ქალთა ნაკრები თბილისში დანიას უმასპინძლებს.