„ლანჩხუთი“ ასპროცენტიანი შედეგით ლიდერობს #1TVSPORT
„ლანჩხუთი“ ასპროცენტიანი შედეგით ლიდერობს #1TVSPORT

ქალთა ლიგაში მე-8 ტურის მატჩები გაიმართა. მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ქუთაისის „მართვემ“, რომელმაც „ბათუმი“ გასვლაზე 3:2 დაამარაცხა. ლანა გორგაძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ანა ჯანელიძის ანგარიშზეა, მასპინძლებიდან კი თავი თათია შაინიძემ და დარინა სელიმბამ გამოიჩინეს. „ბათუმს“ მესამეს გატანაც შეეძლო, მაგრამ მასპინძელთა მოთამაშემ პენალტი გააფუჭა.

კასპის ცენტრალურ სტადიონზე, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკემ“ „გორი იუნაიტედი“ 3:0 დაამარცხა. ლელა ჭიჭინაძემ დუბლი პენალტებით შეასრულა, ერთიც მეტოქეს ტატა მატვეევამ გაუტანა.

გასვლაზე მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში „კვარტალმა“ – თბილისელებმა ხობში „კოლხეთს“ 2:1 ნინო სუთიძის და ანასტასია ბოლქვაძის გოლებით სძლიეს. მასპინძლებდიან პრესტიჟის გოლი ანა წულაიას ანგარიშზეა.

ლანჩხუთმა“ ქალთა ლიგის 2021 წლის სეზონის მეორე წრეც წარმატებით დაიწყო. გურულებმა თბილისში სფფ-ს ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, „ნორჩი დინამო“ 4:0 დაამარცხეს. გოლები ირინა ხაბურზანიამ, ნათია წოწერიამ, ხატია ჭყონიამ და თეონა თოდაძემ გაიტანეს.

„ლანჩხუთი“ 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს, „კვარტალმა“ კი „ნიკესთან“ ერთად 17 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. ქალთა ლიგის მომდევნო, მე-9 ტური 3 ივნისს გაიმართება.