ლამინ იამალს უფასო ავტოგრაფების დარიგება აეკრძალა #1TVSPORT

06:37, 05.10.2025

„ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი ვეღარ შეძლებს ფანებისთვის უფასოდ ავტოგრაფების დარიგებას. როგორც გამოცემა Mundo Deportivo წერს, 18 წლის ფეხბურთელი ახალ სარეკლამო კონტრაქტს გააფორმებს კომპანიასთან, რომელიც გაყიდის სხვადასხვა ნივთს (ბუცები, მაისურები და სხვა) იამალის ავტოგრაფით.

ასე რომ, ესპანელ ფეხბურთელს წაუყენებენ პირობას – არ დაარიგოს უფასოდ ავტოგრაფები, რათა ამან არ იმოქმედოს ფასების კლებაზე მოთამაშის ავტოგრაფიან უნიკალურ ნივთებზე. იტყობინებიან, რომ „ბარსელონა“ შეეცდება წვდომა ჰქონდეს იამალის ავტოგრაფების გარკვეულ რაოდენობაზე, რადგან კატალონური კლუბი ასევე დაკავებულია ატრიბუტიკის გაყიდვით, რომლებსაც ფეხბურთელების ხელმოწერები ამშვენებს.

აღნიშნავენ, რომ კონტრაქტი ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ ყველა მხარე აპირებს მასზე ხელის მოწერას. ლამინ იამალი უკვე არის რამდენიმე ცნობილი ბრენდის სახე, მათ შორის adidas-ის, Beats-ის, Powerade-ის, Oppo-ს, Konami-სა და Nesquik-ის.

მსგავსი