ლამინ იამალს არ სურს, რომ ლევანდოვსკიმ „ბარსელონას“ ძირითადში ითამაშოს - El Nacional-ი #1TVSPORT
„ბარსელონას“ გარემარბს, ლამინ იამალს არ უნდა თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რობერტ ლევანდოვსკის ხილვა, – წერს გამოცემა El Nacional-ი.
წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 17 წლის ფეხბურთელს კარგი ურთიერთობა აქვს პოლონელ ფორვარდთან, მას ფერან ტორესთან ერთად თამაში ურჩევნია.
El Nacional-ის ინფორმაციით, იამალმა და ნახევარმცველმა პედრიმ თხოვნით მიმართეს მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს ტორესის სასტარტო შემადგენლობაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ესპანელი თავდამსხმელი ამ სეზონში უფრო ხშირად შეცვლაზე შედის მოედანზე, მიუხედავად ამისა, მან 16 გოლის გატანა მოასწრო.
რობერტ ლევანდოვსკიმ ამ სეზონში ლა ლიგის 29 მატჩში 25 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. ჩემპიონთა ლიგაზე კი მას 10 მატჩში ცხრა გოლი დაუგროვდა.