ლამინ იამალმა ტრავმა მიიღო და შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის სტარტი გამოტოვოს #1TVSPORT

02:01, 23.04.2026

„ბარსელონას“ გარემარბმა, ლამინ იამალმა დაზიანება მიიღო ლა ლიგის 33-ე ტურში „სელტას“ წინააღმდეგ და ვადაზე ადრე დატოვა მოედანი. როგორც გამოცემა Mundo Deportivo წერს, 18 წლის ფეხბურთელმა, შესაძლოა, გამოტოვოს საკლუბო სეზონის დარჩენილი ნაწილი და ასევე ვერ ითამაშოს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის სტარტზე.

იამალმა 38-ე წუთზე პენალტი გამოიმუშავა და თავად შეასრულა, თუმცა გოლის გატანისთანავე ტკივილი იგრძნო და შეცვლა მოითხოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი. აღდგენას დაახლოებით ხუთი კვირა დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იამალი მაისის ბოლოს დაბრუნდება, როცა „ბარსელონასთვის“ დასრულებული იქნება სეზონი. მაგრამ ასეთ ვარიანტში, გარემარბი მოასწრებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მწყობრში ჩადგომას.

მსგავსი