ლამინ იამალმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალში ყველა გუნდზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა #1TVSPORT
„ბარსელონას“ გარემარბმა, ლამინ იამალმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა. 18 წლის ფეხბურთელმა ოთხი საგოლე მომენტი შექმნა – უფრო მეტი, ვიდრე მეოთხედფინალში მონაწილე თითოეულმა გუნდმა:
ატლეტიკო – 3
რეალი – 3
პარი სენ-ჟერმენი – 3
ბაიერნი – 2
ლივერპული – 2
სპორტინგი – 1
არსენალი – 1
ამასთან, თავად „ბარსელონას“ „ატლეტიკოსთან“ მატჩში შვიდი მომენტი ჰქონდა და აქედან ოთხი იამალის ანგარიშზეა.