ლამინ იამალის თქმით, ტრავმის შემდეგ მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა #1TVSPORT
ლამინ იამალის თქმით, ტრავმის შემდეგ მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა #1TVSPORT

„ბარსელონას“ 18 წლის ვარსკვლავი ლამინ იამალი მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„დიახ, მე დავრბუნდი“, – აცხადებს France Football-ის მიერ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარებული იამალი.

ესპანელმა საზარდულის ტრავმის გამო ბოლო ოთხი შეხვედრა გამოტოვა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩიც ინგლისური „ნიუკასლის“ წინააღმდეგ.

ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, ითამაშებს თუ არა ის „რეალ სოსიედადთან“ ლა ლიგის მოახლოებულ მატჩში, თუმცა მას „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ მომავალ კვირას ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ.

იამალმა მიმდინარე სეზონში უკვე სამი შეხვედრა ჩაატარა, ორი გოლი გატანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.