ლამინ იამალის მამა ესპანეთში, ავტოსადგომზე დანით დაჭრეს #1TVSPORT

06:40, 15.08.2024

„ბარსელონას“ ფეხბურთელის, ლამინ იამალის მამა მუნირ ნასრაუი დამნაშავეების მსხვერპლი გახდა.

როგორც გამოცემა La Vanguardia წერს, იამალის მამა დანით დაჭრეს ქალაქ მატაროს საავტომობილო სადგომზე. მამაკაცი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს.

პოლიციამ უკვე გამოავლინა რამდენიმე ეჭვმიტანილი, მიმდინარეობს გამოძიება და მოწმეების დაკითხვა.

მსგავსი