ლამინ იამალიმ ესპანეთის ნაკრების რეკორდი გააუმჯობესა - თბილისში ჩატარებული მატჩი არასოდეს დამავიწყდება #1TVSPORT
ლამინ იამალიმ ესპანეთის ნაკრების რეკორდი გააუმჯობესა - თბილისში ჩატარებული მატჩი არასოდეს დამავიწყდება #1TVSPORT

16 წლისა და 57 დღის ასაკში „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლამინ იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ნაკრებში სადებიუტო თამაში ჩაატარა და სადებიუტო გოლი გაიტანა.

„ახლა თავი სიზმარში მგონია და ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს და მწვრთნელს იმ შესაძლებლობისთვის, რაც მომცეს. იმედია, ესპანეთის ნაკრებში დიდხანს ვითამაშებ და ერთად ბევრ რამეს მოვიგებთ. დასამალი არაა, რომ მეტოქეებთან ასაკის გამო განსხვავებას ვგრძნობდი, მაგრამ კარგი დებიუტის მთავარი მიზეზი თანაგუნდელების კლასი იყო“, – განაცხადა ესპანური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა.

„დღეს შემადგენლობაში იყო ლამინ იამალი, შესანიშნავი ფეხბურთელი. ის წარმოუდგენელი ტემპით იზრდება და 16 წლისა და 57 დღის ასაკში ყველა რეკორდი მოხსნა. გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში. 17 წლამდე აქამდე „ფურია როხას“ რიგებში არავის უთამაშია.

ლამინ იამალის ყოველთვის ემახსოვრება ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი და არასოდეს დაავიწყდება პირველი მატჩი. 19-ნომრიანი მაისურით მოედანზე გასულმა ახალგაზრდა თავდამსხმელმა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში პირველი წუთები ჩაატარა და გააუმჯობესა გავის რეკორდი, რომლის დებიუტიც 2021 წელს „სან სიროზე“ 17 წლის ასაკში შედგა. მეორე ტაიმში გატანილი გოლით ის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა ნაკრების ისტორიაში.

ლამინ იამალი სეზონის დასაწყისის „ბარსელონაში“ ასევე მთავარი გმირი იყო. მას უნდა მივცეთ საშუალება, დიდი მოთამაშე გახდეს,“ – წერია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გავრცელებულ წერილში.