ლამინ იამალი TOP 5 ლიგების საუკეთესო დრიბლიორია #1TVSPORT
ლამინ იამალი TOP 5 ლიგების საუკეთესო დრიბლიორია #1TVSPORT

„ბარსელონას“ შემტევს, ლამინ იამალს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი აქვს TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატებში.

პორტალმა Sofascore-მა შეადგინა საუკეთესო დრიბლიორების რეიტინგი იმ მოთამაშეებს შორის, რომლებსაც ამ სეზონში დრიბლინგის, მინიმუმ, 50 მცდელობა ჰქონდათ.

„ბარსელონას“ 16 წლის გარემარბმა დრიბლინგების 70.6 პროცენტის რეალიზება შეძლო – 51-დან 36 წარმატებული დრიბლინგი. რეიტინგში მეორე ადგილზეა ჟოაო კანსელო, მესამეზე – ბრუნო გიმარაეში.

რეიტინგის TOP 20:

1. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 70,59% (36/51)

2. ჟოაო კანსელო (ბარსელონა) – 69,09% (38/55)

3. ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი) – 68,63% (35/51)

4. ჯონ მაკგინი (ასტონ ვილა) – 67,74% (42/62)

5. როს ბარკლი (ლუტონი) – 66% (33/50)

6. ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი) – 64,29% (45/70)

7. კრის ფიურიხი (შტუტგარტი) – 63,29% (50/79)

8. მოჰამედ დარამი (რეიმსი) – 61,29% (38/62)

9. ფესტი ებოსელე (უდინეზე) – 60% (39/65)

10. ტეჟი სავანიე (მონპელიე) – 60% (33/55)

11. ლეროი სანე (ბაიერნი) – 59,68% (74/124)

12. ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 58,93% (33/56)

13. მოზეს სიმონი (ნანტი) – 59,38% (38/124)

14. ტაკე კუბო (სოსიედადი) – 58,06% (36/62)

15. კილიან მბაპე (პსჟ) – 58,02% (47/81)

16. ალფონსო დევისი (ბაიერნი) – 57,58% (45/78)

17. ჩავი სიმონსი (ლაიპციგი) – 57,35% (39/68)

18 . ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) – 57,14% (44/77)

19. ედონ ჟეგროვა (ლილი) – 56,7% (55/97)

20. რაიან შერკი (ლიონი – 56,58% (43/76)