ლამინ იამალი საუკეთესო 21-წლამდელ ფეხბურთელად აღიარეს, მეორეა ვირტცი, მესამე - ბელინგემი (ESPN) #1TVSPORT
„ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია ESPN-ის ვერსიით.
ამერიკულმა ტელეკომპანიამ შეადგინა 21 წლამდე საუკეთესო 39 ფეხბურთელის სია. რეიტინგის შედგენისას მთავარი კრიტერიუმი იყო უმაღლეს დონეზე გამოსვლა, სტაბილური თამაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და განვითარების პოტენციალი.
გარდა ამისა, რეიტინგის ავტორებმა კონსულტაცია გაიარეს პროფესიონალ სკაუტებსა და წამყვანი ევროპული კლუბების სპორტულ დირექტორებთან.
საბოლოოდ, ამ საინტერესო რეიტინგის TOP 10 ასე გამოიყურება:
- ლამინ იამალი (ბარსელონა)
- ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი)
- ჯუდ ბელინგემი (რეალი)
- პაუ კუბარსი (ბარსელონა)
- ჟოაო ნევეში (პსჟ)
- უორენ ზაირ-ემერი (პსჟ)
- ხავი სიმონსი (ლაიპციგი)
- გავი (ბარსელონა)
- ალექსანდარ პავლოვიჩი (ბაიერნი)
- სავიო (მანჩესტერ სიტი)