ლამინ იამალი – საფრანგეთი ბოლო ორ შეხვედრაში დავამარცხეთ, მათი არ გვეშინია #1TVSPORT

15:35, 11.07.2026

ბელგიის ეროვნული გუნდის 2:1 დამარცხებისა და საფრანგეთთან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრის შესახებ ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლამინ იამალმა ისაუბრა.

„ნახევარფინალში გასვლით უზომოდ გახარებული ვარ. მოედანზე მეტოქეები მუდმივად სივრცეებს მიზღუდავენ, თუმცა ამ დროს რომელიმე თანაგუნდელი აუცილებლად რჩება თავისუფალი – ზუსტად ასე შეიქმნა ჩვენი პირველი გოლიც. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს შედეგიანობას, ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთხელ გამოვიჩინე თავი, მაგრამ საბოლოოდ თასი ჩვენ ავწიეთ. თუ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით, ჩემი გატანილი გოლების რაოდენობა არავის ემახსოვრება. ჩვენი მთავარი მიზანი და მისია მხოლოდ გამარჯვებაა.

წინ საფრანგეთთან შეხვედრა გველის. ვფიქრობ, თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს, ეს თავად ფრანგები არიან, რადგან მათი დამარცხების გამოცდილება უკვე გვაქვს. ჩვენ შიში არ გვაქვს, ისინი ბოლო ორ შეხვედრაში დავამარცხეთ. მოვლენების განვითარების ორი სცენარი არსებობს – საფრანგეთი ზედიზედ მესამედ ითამაშებს მუნდიალის ფინალში ან ჩვენ შევძლებთ მათ ზედიზედ მესამედ დამარცხებას“, – ამბობს იამალი.

საფრანგეთისა და ესპანეთის ნახევარფინალური მატჩი 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი