ლამინ იამალი – „პარი სენ-ჟერმენს“ 1:0-ს მოვუგებთ, მე გავიტან #1TVSPORT

17:05, 07.04.2024

„ბარსელონას“ 16 წლის გარემარბმა ლამინ იამალმა პროგნოზი გააკეთა „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შედეგზე. შეხვედრა 10 აპრილს პარიზში გაიმართება.

„მოუთმენლად ველოდები ჩემს პირველ მეოთხედფინალს ჩემპიონთა ლიგაზე. ხანდახან, როცა ჩემს ოთახში ვიმყოფები, ვფიქრობ იმაზე, რა სიგიჟეა ეს.

ვფიქრობ, ოთხშაბათს პარიზში 1:0-ს მოვიგებთ. ვინ გაიტანს? მე“, – მოჰყავს იამალის სიტყვები იტალიელ ინსაიდერს, ფაბრიციო რომანოს.

მსგავსი