ლამინ იამალი მსოფლიო ჩემპიონატის სტარტს გამოტოვებს #1TVSPORT
„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების გარემარბი ლამინ იამალი მსოფლიოს 2026 ჩემპიონატის სტარტს გამოტოვებს, რადგან განაგრძობს აღდგენას ბარძაყის კუნთის ტრავმის შემდეგ. ამ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა The Athletic-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, იამალი ვერ შეძლებს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში კაბო ვერდეს წინააღმდეგ თამაშს. შეხვედრა 15 ივნისს გაიმართება. ასევე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის იამალის მონაწილეობა საუდის არაბეთის ნაკრების წინააღმდეგ 21 ივლისს. დიდი ალბათობით, ის მოედანზე მესამე ტურში დაბრუნდება, როცა ესპანეთი ურუგვაის ნაკრებს შეხვდება.