ლამინ იამალი „კლასიკოსთვის“ მზად იქნება #1TVSPORT
ლამინ იამალი „კლასიკოსთვის“ მზად იქნება #1TVSPORT

„ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი შეძლებს სეზონის პირველ „კლასიკოში“ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ იამალმა დატოვა ესპანეთის ნაკრების შეკრება საზარდულის არეში დისკომფორტის გამო, ხოლო „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა განაცხადა, რომ არ იცის, ითამაშებს თუ არა 18 წლის ფეხბურთელი „რეალის“ წინააღმდეგ.

როგორც გაზეთი Marca წერს, იამალი აღდგენის ინტენსიურ კურსს გადის იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს მოედანზე. „ბარსელონაში“ მიიჩნევენ, რომ გარემარბი შეძლებს სანაკრებო პაუზის შემდეგ, 18 ოქტომბერს „ჟირონას“ წინააღმდეგ თამაშს, თუმცა 90 წუთს მინდორზე არ გაატარებს.

ასე რომ, თუ იამალი გართულებებს აიცილებს თავიდან, მოახერხებს ჩემპიონთა ლიგაზე „ოლიმპიაკოსის“ და ლა ლიგაში „რეალის“ წინააღმდეგ მოედანზე გასვლას. ეს მატჩები, შესაბამისად, 21 და 26 ოქტომბერს გაიმართება.