ლამინ იამალი „ბარსელონაში“ მე-10 ნომრით ითამაშებს #1TVSPORT
ლამინ იამალი „ბარსელონაში“ მე-10 ნომრით ითამაშებს #1TVSPORT

„ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი 2025-26 წლების სეზონში კატალონური გუნდის რიგებში მე-10 ნომრით ითამაშებს. ეს ინფორმაცია ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito-მ გაავრცელა.

2008-21 წლებში „ბარსელონაში“ ეს ნომერი ლიონელ მესის ეკუთვნოდა. მისი წასვლის შემდეგ, „ათიანი“ მაისური დღემდე ანსუ ფატის კუთვნილებაა, ლამინ იამალი კი მე-19 ნომრით თამაშობს.

მიმდინარე სეზონში იამალმა ყველა ტურნირზე 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ცხრა გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.