ლამინ იამალი 3-4 კვირა ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ლამინ იამალი 3-4 კვირა ვერ ითამაშებს #1TVSPORT

„ბარსელონამ“ თავისი ფორვარდის ლამინ იამალის ტრავმის დეტალების შესახებ გამოაცხადა.

17 წლის ფეხბურთელმა კოჭის ტრავმა ლა ლიგას მე-17 ტურში მიიღო, რომელშიც „ბარსელონამ“ 0:1 წააგო „ლეგანესთან“.

იამალმა გაიარა სამედიცინო შემოწმება, რომლის დროსაც დაფიქსირდა პირველი ხარისხის დაზიანება. ფეხბურთელის აღდგენას 3-4 კვირა დასჭირდება, – იტყობინება კატალონური კლუბი.

ასე რომ, გარემარბი ვერ ითამაშებს 21 დეკემბერს მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ.

მიმდინარე სეზონში იამალმა 21 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.