„ლამიას“ არაბულის დატოვება სურს, მაგრამ, შესაძლოა, ბაჩანამ „სამტრედიაში“ ითამაშოს #1TVSPORT
„ლამიას“ არაბულის დატოვება სურს, მაგრამ, შესაძლოა, ბაჩანამ „სამტრედიაში“ ითამაშოს #1TVSPORT

ბერძნულმა გამოცემა Lamiaole სუპერლიგის „ლამიადან“ წასული ბაჩანა არაბულის შესახებ წერს, – გამოცემის მტკიცებით, პირობების გაუმჯობესებაზე მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

„იდეალურ შემთხვევაში, „ლამია“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს კიდევ ერთ ცენტრალურ თავდამსხმელს დაიმატებს. ამ კონტექსტში, საინტერესოა ბაჩანა არაბული, რომელსაც აქვს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, მაგრამ ამ მომენტში მოლაპარაკებაში წინსვლა არ არის. „პანიონიოსში“ და გასულ სეზონში „ლამიაში“ გამოსვლის შემდეგ ქართველი თავდამსხმელი ბერძნული რეალობას კარგად იცნობს. საერთო ჯამში, მან 22 მატჩში „ლამიაში“ ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. ერთი გოლი, რომელიც „არისს“ გაუტანა, სუპერლიგაში სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იყო. მეორე მხრივ, მისი დამატება ფინანსური მდგომარეობის გამო გამორიცხულია, არა მხოლოდ „ლამიაში“, არამედ საბერძნეთის გუნდების უმეტესობაში. მას სხვა კლუბებიც იწვევდნენ, მაგრამ სანამ 27 წლის ფეხბურთელი ფინანსურ მოთხოვნებს არ შეამცირებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდის პოვნა შეძლოს“, – წერს ბერძნული გამოცემა.

თუმცა, ბერძნული გამოცემა Lamiaole არ გამორიცხავს, რომ ბაჩანა არაბული სუპერლიგის „ლამიაში“ მაინც დარჩეს:

„არაბული სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე გუნდს თუ ვერ იპოვის, შეიძლება, შეთავაზებულ პირობებს დათანხმდეს. თუმცა, კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც „ლამიაში“ მის აყვანას აბრკოლებს, არაბულის უმოქმედობაა. ქართველი „ლამიაში“ კონტრაქტის დასრულების შემდეგ უგუნდოდაა და სეზონისთვის არ მომზადებულა, უვარჯიშებელია და მოედანზე დასაბრუნებლად დიდი დრო დასჭირდება. ცხადია, არაბულის ვარიანტი უარყოფილი არ არის და გუნდი მოვლენების განვითარებას თვალს მშვიდად ადევნებს. თუმცა, კავშირი მაინც არსებობს და ყოველივეს მიუხედავად, მხარეების ცუდი ურთიერთობა არ აქვთ“.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, გამოცემა ბაჩანა არაბულის შესახებ ბოლო ინფორმაციებს არ ფლობს – 27 წლის თავდამსხმელი ბავშვობის მწვრთნელთან, გია ცეცაძესთან „სამტრედიაში“ ვარჯიშობდა და შესაძლოა, ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე გუნდს დაეხმაროს.