ლამაზი გოლი ეროვნულ ლიგაში: “საბურთალოს” შეტევაში 9 ფეხბურთელი მონაწილეობდა (ვიდეო)

17:06, 12.05.2018

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-11 ტურში თბილისის ‘საბურთალომ” ფოთის “კოლხეთი” 5:0 დაამარცხა.

განსაკუთრებით ლამაზი თბილისელთა მიერ გატანილი მეხუთე გოლი გამოდგა: 80-ე წუთზე, “საბურთალომ” შეტევა მას შემდეგ განავითარა, რაც გიორგი კოხრეიძემ ლევან კაკულიას ბურთი აართვა. შეტევის ხანგრძლივი გათამაშების შემდეგ “კოლხეთის” კარის ბადე თბილისელთა თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა შეარხია.

აღსანიშნავია, რომ საბურთალოელები ბურთს 37 წამის განმავლობაში ფლობდნენ, 13 მოკლე გადაცემა გააკეთეს, შეტევაში კი 9 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მსგავსი