ლამაზი გოლები საქართველოშიც გადის - როგორ გაიყვანა ტაბატაძემ „საბურთალო“ ნახევარფინალში [ვიდეო] #1TVSPORT
ლამაზი გოლები საქართველოშიც გადის - როგორ გაიყვანა ტაბატაძემ „საბურთალო“ ნახევარფინალში [ვიდეო] #1TVSPORT

„საბურთალო“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალშია. ხვიჩა შუბითიძის გუნდმა ეს 1/4 ფინალური შეხვედრაში სტუმრად „გარეჯთან“ მოგებით მოახერხა.

საბურთალომ“ მასპინძლები ლევან ნონიკაშვილის (21) და იური ტაბატაძის გოლებით დაამარცხა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ტაბატაძის გოლი, რომელმაც მეტოქის კარი შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე აიღო.

89-ე წუთზე „საბურთალოს“ ახალგაზრდა ლიდერის გატანილი გოლი მნიშვნელოვანთან ერთად, ძალიან ეფექტურიც გამოდგა. მართალია, ამ ეპიზოდში ბოგდან ბეზკროვნი შეცდა, მაგრამ გავლენა საგარეჯოელთა უკრაინელი მეკარის სიმაღლემაც იქონია – ის 185 სმ-ია, რაც მეკარეს მაღალი ბურთების მოგერიებისას პრობლემას უქმნის. თუმცა, ეს იური ტაბატაძის გოლს არ აკნინებს – „საბურთალომ“ 1:2 მოიგო და ნახევარფინალშია.

იხილეთ „საბურთალოს“ 21 წლის შემტევის ფანტასტიკური გასროლა და გამარჯვების მომტანი გოლი.