ლალანამ „ბრაიტონთან“ სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა
ლალანამ „ბრაიტონთან“ სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ადამ ლალანა უახლოეს პერიოდში „ბრაიტონის“ ფორმას მოირგებს, – იუწყება The Athletic.

წყაროს ინფორმაციით, ინგლისელმა ფეხბურთელმა „ბრაიტონის“ ხელმძღვანელობასთან სამწლიანი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდება.

ლალანა „ლივერპულის“ შემადგენლობაში 2014 წლიდან ასპარეზობს, სადაც „საუთჰემპტონიდან“ 31 მილიონ ევროდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ადამ ლალანამ ინგლისის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.