ლალანა „ლივერპულს“ ზაფხულში დატოვებს
ლალანა „ლივერპულს“ ზაფხულში დატოვებს

„ლივერპულის“ მცველი ადამ ლალანა კლუბს სეზონის დასასრულს დატოვებს, – იუწყება Evening Standart.

ინგლისელ ფეხბურთელს მერსისაიდელებთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა ლალანასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აღარ აპირებს.

31 წლის მცველით რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერსებული – „არსენალი“, „ლესტერი“ და „ტოტენჰემი.“

ლალანა „ლივერპულში“ „საუთჰემპტონიდან“ 2014 წელს გადმოვიდა და ეს ტრანსფერი მერსისაიდელებს 31 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მიმდინარე სეზონში ადამ ლალანამ „ლივრპულის“ შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.