ლაკაზეტი „ლიონის“ შემადგენლობაში ბოლო მატჩს 17 მაისს „ანჟერთან“ ჩაატარებს #1TVSPORT
საფრანგეთის საფეხბურთო კლუბის „ლიონის“ კაპიტანი და ლეგენდა ალექსანდრ ლაკაზეტი გუნდს ოფიციალურად 17 მაისს, „ანჟერთან“ საშინაო მატჩის შემდეგ დატოვებს – 33 წლის ფრანგი თავდამსხმელი ამ შეხვედრაში უკანასკნელად მოირგებს საყვარელი კლუბის მაისურს.
აღსანიშნავია, რომ ლაკაზეტი „ლიონის“ აღზრდილია და ამ კლუბის მაისურით 390 მატჩში 199 გოლი აქვს გატანილი. ფრანგმა თავდამსხმელმა ეროვნულ ნაკრებში 16 მატში სამი გოლი მიითვალა.
ლაკაზეტს საფრანგეთის ნაკრების ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. 2010 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, სადაც ფინალში ესპანეთთან მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2013 წლის ივნისში შედგა, ხოლო პირველი გოლი 2015 წლის მარტში გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ „ლიონში“ ლაკაზეთის თანაგუნდელია საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე.