ლაკაზეტი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის
ლაკაზეტი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის

ალექსანდრ ლაკაზეტმა ბოდიში მოიხადა გულშემატკივრების წინაშე იმ წითელი ბარათისთვის, რომელიც ევროპა-ლიგის 1/16 ფინალის მატჩში მიიღო.

ლონდონური გუნდი ბელარუსის ქალაქ ბორისოვოს საფეხბურთო კლუბ ბატეს სტუმრად ეთამაშებოდა და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა, ფრანგი თავდამსხმელი კი მსაჯმა 85-ე წუთზე გააძევა, რისი მიზეზიც ალექსანდრ ფილიპოვიჩის წინააღმდეგ უხეში თამაში გახდა.

„გუნდი რომ ასე დავაღალატე, ახლა საშინლად ვნანობ. სიმშვიდე უნდა შემენარჩუნებინა, მაგრამ ეს ზოგჯერ რთულია. ვწუხვარ. წინ კიდევ 90 წუთია და მჯერა, რომ მომდევნო ეტაპზე გავალთ“, – დაწერა ლაკაზეტმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

არსენალი და ბატე ერთმანეთს ევროპა ლიგაზე 2017 წელსაც შეხვდნენ და მაშინ ლონდონელებმა მეტოქეს ორ მატჩში 10 გოლი გაუტანეს. თუმცა, ახლა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა და შინ არსენალს ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევს.

განმეორებითი მატჩი ემირეიტს სტედიუმზე 21 თებერვალს გაიმართება.