„ლაიპციგში“ ბენ-იედერი, შესაძლოა, ვერნერმა შეცვალოს
„ლაიპციგში“ ბენ-იედერი, შესაძლოა, ვერნერმა შეცვალოს

„მონაკოს“ ფრანგმა ფორვარდმა ვისამ ბენ-იედერმა, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბი შეიცვალოს.

გერმანული პრესის ცნობით, „ლაიპციგის“ ხელმძღვანელობა 29 წლის ფეხბურთელს ტიმო ვერნერის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს. ეს უკანასკნელი ერთი დღის წინ ოფიციალურად გამოცხადდა ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელად. ვერნერი ახალ კლუბს ივლისში შეუერთდება და არ დაეხმარება „ლაიპციგს“ აგვისტოში ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.

იტყობინებიან, რომ „ლაიპციგის“ გარდა, ბენ იედერით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ არის დაინტერესებული.

ფრანგი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი „მონაკოსთან“ 2024 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ამ სეზონში ბენ იედერმა 26 მატჩი ჩაატარა ლიგა 1-ში და 18 გოლი გაიტანა.