„ლაიპციგს“ „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგაზე ტექნიკური წაგება ემუქრება
„ლაიპციგს“ „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგაზე ტექნიკური წაგება ემუქრება

„ლაიპციგსა“ და „ლივერპულს“ შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის ჩატარების ადგილი კვლავაც გაურკვეველია.

გერმანიის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო, შეზღუდა უცხოელი მოქალაქეების ქვეყანაში შესვლა. „სქაი სპორტსის“ ინფორმაციით, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ მთავრობას მიმართა თხოვნით – სპეციალური ნებართვა გასცეს „ლივერპულისთვის“, თუმცა, პასუხი დღემდე არ მიუღია. თუ გამონაკლისი არ იქნება დაშვებული, „ლაიპციგმა“, ამის შესახებ უეფას 8 თებერვლამდე უნდა აცნობოს, შემდეგ კი იპოვნოს თამაშის ჩატარების ადგილი ნეიტრალურ ტერიტორიაზე.

თუ საკითხი დროზე არ იქნება მოგვარებული, „ლივერპულს“ 0:3 ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიან.

„ლაიპციგისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 16 თებერვალს არის ჩანიშნული.

დატოვე კომენტარი