„ლაიპციგს“ 37 წლის ახალი მწვრთნელი ჰყავს #1TVSPORT

13:11, 24.06.2025

ბუნდესლიგის ერთ-ერთი გრანდის „ლაიპციგის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა ოლე ვერნერი.

კლუბმა 37 წლის სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა.

ვერნერი 2021 წლის ნოემბრიდან ავარჯიშებდა „ვერდერს“ და ეს გუნდი პირველ ბუნდესლიგაში დააბრუნა. გასულ სეზონში ბრემენულმა კლუბმა 51 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილი დაიკავა.

რამდენიმე დღის წინ „ვერდერმა“ პოსტიდან დაითხოვა ვერნერი, რადგან ამ უკანასკნელმა არ მოისურვა კლუბთან კონტრაქტის გაგრძელება.

მსგავსი