„ლაიპციგმა“ რაშიცასთან კონტრაქტი შეათანხმა
„ლაიპციგმა“ რაშიცასთან კონტრაქტი შეათანხმა

„ვერდერის“ ფორვარდი მილოტ რაშიცა, დიდი ალბათობით, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ლაიპციგის“ ფეხბურთელი გახდება, – იუწყება ცნობილი სპორტული მიმომხილველი ნიკოლო სკირა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, „ლაიპციგის“ ხელმძღვანელობამ 24 წლის კოსოვოელ ფეხბურთელთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ბრემენელები რაშიცას სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ პორტალი Transfermarkt.com „ვერდერისა“ და კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებად 22 მილიონ ევროს ასახელებს.

2019/20 წლების სეზონში მილოტ რაშიცამ „ვერდერის“ შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 ბურთი და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.